უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავისდა უნებურად გაამჟღავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავისდა უნებურად გაამჟღავნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები. ქსელში გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის, მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დაღუპულთა, დაჭრილთა, ტყვედ ჩავარდნილთა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 2022 წლის 1 ივლისისთვის, _ წერს topwar.ru

კიევმა არაერთხელ დაასახელა ადამიანური დანაკარგების რაოდენობა, მაგრამ ის 10 ათასზე მეტი არასოდეს ყოფილა. ორიოდე დღის წინათ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. როგორც გაირკვა, ეს მონაცემი განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის მოსახლეობისთვის, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ზალუჟნიმ სულ სხვა ციფრები გაუგზავნა, რომლებიც კარდინალურად განსხვავდება მის მიერ ორიოდე დღის წინათ დასახელებულისგან. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკითხვაზე დანაკარგების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაწერა, რომ მწყობრიდან გამოსულია 130 ათასი კაცი. მოხსენების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ზალუჟნი, 2022 წლის 1 ივლისისთვის დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 76 640 სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრილია _ 42 704, ტყვედ ჩავარდა _ 7244, უგზო–უკვლოდ დაიკარგა _ 2816. დიკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არის მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები და მოხსენების შედგენისას სხვა უწყებების დანაკარგები გათვალისწინებული არ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული ინტერნეტრესურსები ავრცელებენ, თუმცა, ექსპერტთა აზრით, ეს ციფრები სრულად არ ასახავს რეალობას. ყურადღებას იპყრობს დაჭრილთა რაოდენობა, რომელიც ძალიან მცირეა დაღუპულებთან შედარებით, საომარი მოქმედებების დროს კი დაჭრილების რაოდენობა დაღუპულებზე 3-ჯერ მეტია. Geworld.ge.