რა დანიშნულება აქვს და სად შეიძლება შევიძინოთ ავტომატური და ცეცხლგამძლე კარები?..

რა დანიშნულება აქვს და სად შეიძლება შევიძინოთ ავტომატური და ცეცხლგამძლე კარები?

თუ ოფისისთვის, კომერციული ფართისთვის, სახლისთვის ან სხვა ტიპის შენობისთვის კარს ეძებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ იცოდეთ, როგორი ტიპის კარებები არსებობს და რომელი ალტერნატივა იქნება საუკეთესო თქვენთვის.

არსებობს კარებების რამდენიმე ძირითადი ტიპი:

ავტომატური კარები

• ბრუნვადი კარები

• სტანდარტული კარები

ცეცხლგამძლე კარები

• Hi-Finity კარები

• ტყვიაგამძლე კარები და სხვ.

თითოეულ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია, რომლის მიხედვით ხდება კარების შერჩევა.

დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ავტომატური კარები, რომელიც უმეტესად გამოიყენება ისეთი ტიპის შენობების დაპროექტებისას, როგორებიცაა:

• ჰიპერმარკეტები

• ბანკები

• კომპანიების ოფისები

• აფთიაქები და სხვ.

ავტომატური კარები არის კარი, რომელსაც აქვს ავტომატურად გახსნის ფუნქცია ადამიანის მიახლოებისას. ავტომატური მოძრაობა ხდება სპეციალური სენსორების გამოყენებით, რომლებიც ჩაყენებულია სისტემაში. მსგავსი ტიპის კარები ძალიან მოსახერხებელია, რადგან არ საჭიროებს მანუალურად გახსნას ან დახურვას.

საინტერესოა, რომ ავტომატური კარები არ არის თანამედროვე სამყაროს გამოგონება. პირველი ავტომატური კარის პრიმიტიული მოდელი პირველ საუკუნეში, მათემატიკოსმა ჰერონ ალექსანდრიელმა გამოიგონა. მრავალი საუკუნის შემდეგ კი ავტომატური კარებების გამოყენება აქტიურად დაიწყეს დიდმა თუ მცირე ბიზნესებმა.

ავტომატური კარებების გარდა, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ცეცხლგამძლე კარები.

ცეცხლგამძლე კარები აქტიურად გამოიყენება უსაფრთხოების სისტემების დანერგვისას სხვადასხვა ტიპის შენობებში. მსგავსი ტიპის კარებებს აქვთ ორი ძირითადი ფუნქცია:

• კვამლის გავრცელების შეზღუდვა

• ცეცხლის გავრცელების შეზღუდვა.

როგორ მუშაობს ცეცხლგამძლე კარები?

ცეცხლგამძლე კარები დაკავშირებულია ხანძრის სიგნალიზაციის სისტემასთან, ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია გამორთულია ან ხანძრის სიგნალიზაცია ჩართულია, მაგნიტი ავტომატურად ითიშება და კარი იხურება (რაც ზღუდავს კვამლის ან ცეცხლის გავრცელებას შენობის ცალკეულ სტრუქტურულ ნაწილებს შორის).

თუ თქვენი კომპანიის ოფისისთვის, კომერციული ფართისთვის ან ნებისმიერი სხვა ტიპის შენობისთვის შესაფერის კარს ეძებთ, მიმართეთ კომპანია „დომუს ალუმინიუმს“.

დომუს ალუმინიუმი არის დომუსის შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს ფუნქციური კარებების ფართო არჩევანი. დომუს ალუმინიუმი საქართველოს სამშენებლო ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და არის ორი ლიდერი ევროპული კომპანიის – გერმანული Schüco-ს და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.