ავტო ლიზინგი vs ავტო განვადება – რომელი სჯობს?..

ავტო ლიზინგი vs ავტო განვადება – რომელი სჯობს?

ახალი მანქანის ძიებაში ხარ და ფინანსური მხარდაჭერა გჭირდება? ალბათ, ფიქრის რეჟიმში ხარ. ყველაზე ხშირად კი, საკუთარ თავს ეკითხები – „ავტო განვადება სჯობს თუ ავტო ლიზინგი?“. არ არსებობს სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება, თუმცა კვლევა მაინც უნდა ჩაატარო. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მიუკერძოებელ ინფორმაციას, რათა შეაფასოთ ორივე პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად უნდა მიიღოთ.

ავტო ლიზინგი: უპირატესობები
• დაბალი ყოველთვიური გადასახადი
იხდი არა მანქანის, არამედ გამოყენების (ცვეთის) ღირებულებას, რაც ხარჯებს გიმცირებს.
• ტექნიკური მხარდაჭერა
მანქანის შეკეთება სტრესული და ძვირადღირებული პროცესია. ავტო ლიზინგი კი ამ ხარჯების დაფარვას მოიცავს.
• პროგნოზირებადი ღირებულება
ზუსტად გეცოდინება შენი მანქანის ღირებულება 3 წლის შემდეგ. შედეგად, გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მიიღებ.
ავტო ლიზინგი: უარყოფითი მხარეები

• გარბენის ლიმიტები
ხანგრძლივი მგზავრობა, ოჯახური არდადეგები მოგზაურობები ლიზინგის შემთხვევაში ძვირად დაგიჯდება. თუ გარბენის ლიმიტს გადააჭარბებ, გადასახადი შეიძლება გაგეზარდოს.
• მაღალი გრძელვადიანი ხარჯები
რამდენიმე მანქანის ლიზინგით შეძენა ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სესხით ყიდვა.
• ზიანის ხარჯები
პასუხისმგებელი იქნები მანქანის ნებისმიერ დაზიანებაზე, რაშიც დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევს.

ავტო განვადება: უპირატესობები

• მეტი კონტროლი
მანქანა შენს მფლობელობაშია. შეგიძლია ნებისმიერ დროს გაყიდო, გააქირავო ან გააჩუქო.
• ფინანსური ისტორია
ავტო განვადება შეიძლება გააკეთო კარგი ფინანსური ისტორიის გარეშეც.

ავტო განვადება: უარყოფითი მხარეები

• მაღალი ყოველთვიური გადასახადები
განვადებით ყოველთვიური გადასახადი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ლიზინგით.
• გაუფასურებული ღირებულება
მანქანა ყიდვის მომენტიდან იწყებს გაუფასურებას. საბაზრო ღირებულების კლებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, თუ მის გაყიდვას გადაწყვეტთ.

პირველ რიგში, გადაწყვიტე, რომელი სერვისი გირჩევნია – ავტო განვადება თუ ავტო ლიზინგი. ამის შემდეგ, მოიძიე სასურველი შეთავაზება. დროის დაზოგვის მიზნით, გირჩევთ, რომ ისარგებლო ავტოკრედიტის სერვისით, რომელიც სრულიად უფასოა.
• შედი საიტზე Autocredit.ge
• შეავსებ განაცხადის ფორმა;
• მეილზე გამოგეგზავნება 7 სხვადასხვა სალიზინგო/საფინანსო კომპანიის შემოთავაზება.

ავტო კრედიტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

• სტარტო;
• ევრო კაპიტალი.
• ლიბერთი ბანკი;
• სვი კაპიტალი;
• მოგო;
• ევროკრედიტი;
• ტურბო;

ავტო კრედიტი დროის დაზოგვაში დაგეხმარება. საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად უნდა მიიღო. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდი ნომერზე: (+995) 555 520 999