სამომხმარებლო სესხი და ვესტერნ იუნიონი!

სამომხმარებლო სესხი და ვესტერნ იუნიონი

გაუთვალისწინებელი ხარჯები ჩვენი ყოველდღიურობის საკმაოდ არასასიამოვნო, თუმცა, განუყოფელი ნაწილია. საჭირო თანხის მისაღებად დღეს უკვე აღარ გვჭირდება ახლობლებისგან ფულის სესხება, რადგან არსებობს ისეთი საბანკო სერვისები, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი.

რა არის და სად შეიძლება მივიღოთ სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო სესხი არის სესხის ტიპი, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ ბანკისგან ან სხვა ფინანსური ორგანიზაციისგან ნებისმიერი მიზნობრიობით.

სამომხმარებლო სესხებს კონკურენტუნარიანი პირობებით გვთავაზობს ლიბერთი ბანკი მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებებით.

ლიბერთი ბანკის სამომხმარებლო სესხს აქვს 3 ძირითადი უპირატესობა:

• დამტკიცება ხდება მარტივად და სწრაფად

• აქვს განსაკუთრებული პირობები

• გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით

სესხის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი შემოსავლის ტიპებიდან მინიმუმ ერთის დადასტურება:

• ხელფასი

• სერვისი

• გრანტი

• იჯარა

• გზავნილი

• დივიდენდი

• რეპეტიტორი

სესხის თანხის რაოდენობა არის მინიმუმ 300 ლარი და გაიცემა სამ ვალუტაში: ლარი, ევრო, დოლარი. რაც შეეხება სესხის ვადას, ის მერყეობსს 3-დან 36 თვემდე პერიოდში.

მინიმალური შემოსავალი, რომლითაც ხდება სამომხმარებლო სესხების გაცემა, არის 200 ლარი.

სამომხმარებლო სესხის გარდა, ლიბერთი ბანკი გვთავაზობს სხვა ტიპის სერვისებსაც, რომელიც ფინანსების მართვას ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის. მათ შორის ფულადი გზავნილების განხორციელების შესაძლებლობას.

ლიბერთი ბანკი და ვესტერნ იუნიონი გვაძლევს საშუალებასს, გადავრიცხოთ თანხა მომენტალურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ან მივიღოთ ფულადი გზავნილი.

ვესტერნ იუნიონი არის ყველაზე მარტივი გზა ფულის გასაგზავნად ან მისაღებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200-ზე მეტ ქვეყანაში. აღნიშნული სერვისის მისაღებად, საჭიროა მივმართოთ ლიბერთი ბანკის შესაბამის ფილიალს.

რომელ ქვეყანაში შეგვიძლია თანხის გადარიცხვა?

• დსთ ქვეყნები

• თურქეთი

• საბერძნეთი

• აშშ

• კანადა და სხვ.

სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვესტერნ იუნიონის ინტერნეტ გვერდზე.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც დოლარში, ისე ევროში, ხოლო თანხის მიღება შეგვიძლია ლარსა და დოლარში. თითოეული ტრანზაქციის ასახვა ხდება მომენტალურად.