უსაფრთხოების სისტემები – შეზღუდული დაშვების სისტემა!

უსაფრთხოების სისტემები – შეზღუდული დაშვების სისტემა

უსაფრთხოების სისტემები დღეს აქტიურად გამოიყენება ნებისმიერ ინდუსტრიაში. სხვადასხვა პროფილის კომპანიები აქტიურად ნერგავენ უსაფრთხოების სისტემებს თავიანთ სამუშაო გარემოში, რათა დაიცვან ადამიანების უსაფრთხოება და მატერიალური ქონება.

მსგავსი ტიპის სისტემების კონცეფცია მოიცავს რისკების მართვის სტრატეგიას, რაც ეფუძნება პრობლემის წინასწარ იდენტიფიკაციას, საფრთხეების ანალიზს და კონტროლის მექანიზმებს. უსაფრთხოების სისტემები და მათი გამართვა მოითხოვს სამეცნიერო, ტექნიკური და მენეჯერული უნარების გამოყენებას. ეს გულისხმობს საფრთხეების ანალიზს და აღმოფხვრას კონტროლის ან მართვის სისტემის, პროგრამის, პროექტის, ან პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს შეზღუდული დაშვების სისტემა.

შეზღუდული დაშვების სისტემა იძლევა საშუალებას, რომ დავარეგულიროთ გადაადგილება შენობის გარკვეულ ნაწილებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ვაკონტროლოთ ან შევზღუდოთ გარკვეულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, ვიცოდეთ მათი ადგილმდებარეობა. ამას გარდა, შეზღუდული დაშვების სისტემა გვაძლევს თანამშრომლების სამუშაო დროის დაანგარიშების საშუალებასაც. შესაბამისად, ის საკმაოდ აქტუალურია, როგორც მსხვილი საწარბოების, ისე მცირე ზომის ოფისებისთვის.

შეზღუდული დაშვების სისტემები რამდენიმე განსხვავებულ ალტერნატივას მოიცავს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს საბარათე დაშვების და აღრიცხვის სისტემა. აღნიშნული გამართულად ფუნქციონირებისთვის ორ წამკითხველს საჭიროებს: შესვლის და გასვლის აღმრიცხველებს.

დაშვების ბიომეტრული სისტემები მაღალეფექტურია პიროვნების ამოცნობის თვალსაზრისით, აერთიანებს ამომცნობებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

• თითის ანაბეჭდი

• სახის მოყვანილობა

• თვალის გუგის გარსი

სისტემა მაღალეფექტურია განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, სადაც არსებობს მაღალი მოთხოვნა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე. ეს სრულად გამორიცხავს არასანქცირებულ დაშვებას.

ამას გარდა, დაშვების შემზღუდავი საშუალებებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია დომოფონის დამრეკი ციფრული ვიდეო კამერა, რომელსაც აქვს:

• ღამის ხედვის ფუნქცია

• სენსორული ან აუდიო დომოფონი

• ელექტრომაგნიტური საკეტები

• ავტომატიზებული პარკირებისა და ნომრის ამოცნობის სისტემები

• ტურნიკეტები

• პერიმეტრის დაცვის სისტემები

• ეკლების ტიპის შემზღუდავი ბარიერები და სხვა.

შეზღუდული დაშვების ან უსაფრთხოების სხვა სისტემების შეძენა შეგიძლიათ კომპანია „ვეზირში“, რომელიც უკვე 24 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ტელეკომუნიკაცია, IT, უსაფრთხოება, SCADA და ტელემეტრია.

კომპანია „ვეზირი“ მომხმარებლებს სთავაზობს შეზღუდული დაშვების სისტემების ფართო არჩევანს, ძირითადი ბრენდებია:

• Honeywell

• UTC Fire & Security

• Salto Systems