საკუთარ იუბილეზე უნიჭიერესმა ანასტასია ბაკურაძემ, პოპულარული, ქართველი ცნობადი სახეებისგან, ორიგინალური სიურპრიზი მიიღო! (ვიდეო)

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დიდი სიყვარულით ულოცავს, უნიჭიერეს ანასტასია ბაკურაძეს იუბილეს და უსურვებს ნათელ მომავალსა და წინსვლას ცხოვრებაში!

დღეს ანასტასიამ პოპულარული ქართველი მომღერლის: გია ნიკოლაძისა და უნიჭიერესი დიზაინერის, ფატუნა ბუშიქედისგან, სიურპრიზად ორიგინალური საჩუქარი მიიღო. გთავაზობთ აქვე, ამ საჩუქარს.

ასევე უცვლელად გთავაზობთ, ტასუნა ბაკურაძის დედის, ეკატერინე მგალობლიშვილის ფეისბუქ პოსტს:

“12 წლის უკან , გაგუას კლინიკაში 3 სექტემბერს დაიბადა
თეთრი გოგონა 4 კგ და 59 სანტიმეტრი , მწვანე თვალებით და დიდი წითელი ტუჩებით…
12 წლის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით სამოდელო კონკურსების სფეროში , ფესტივალებზე, მოდის კვირეულებზე თავისი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა და საქართველოში 3 წლიდან დღემდე ,,გრან – პრით” ხელდამშვენებული ბრუნდება , რაც ყველაზე მთავარია ქართულ – ამერიკული სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა და ყველა საგანში 10 ქულა აქვს.
მღერის , ცეკვავს, პატარა მსახიობი და მოდელია…
თავისი პატარა შემოსავალიც აქვს, რომლითაც ძირითადად მიუსაფარ ძაღლებს კვებავს ქუჩაში…
არის პრეტენზიული, შრომისმოყვარე, მებრძოლი, კეთილი …

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ვინც ჩემი შვილის წინსვლაში ხელი შემიწყო და ყველაზე დიდი მადლობა უფალს.

მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა , ბედნიერება , სიკეთე, სიყვარული , უფლის წყალობა…
მადლობა ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს გია ნიკოლაძეს და ფატუნას ესეთი სიურპრიზისათვის, ეს მე და ჩემს შვილს არასოდეს დაგვავიწყდება.”