როგორ ურტყამს ხელს რუს ტურისტს უკანალზე 14-15 წლის მოზარდი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს რუს ტურისტს უკანალზე 14-15 წლის მოზარდი და შემდეგ როგორ მისდევს მას. ვიდეოს, სავარაუდოდ, მისი მეგობარი იღებს და ჰორმონებმოწოლილი ხმით აგულიანებს, „მიდი, კახა, კიდევ ერთი ამოარტყი…“ სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი ნახვა ჰქონდა და, საბედნიეროდ, კომენტარების უმრავლესობა ბიჭისთვის მოსაწონი ნამდვილად არ იქნებოდა – რიგითი ადამიანები ქალს იცავდნენ, მაგრამ…

იმავე ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ქალისა და ბიჭის დაპირისპირებას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მეტიც, ქალი რამდენიმეჯერ ჩერდება იმის იმედად, რომ რიგითი გამვლელები დაეხმარებიან, მამაკაცები, რომლებსაც საუბარიც ესმით და ხვდებიან, რა ხდება, მაგრამ მას არავინ გამოესარჩლა.