ასეთ არიდებას მოსახდენის მოხდენა ჯობია.

ოცნების ხელისუფლება ომის არიდებას გვამადლის და გამოდის რომ უნდა დარჩნენ, ანუ არჩევნებზე ამათ უნდა მივცეთ ხმა. თუნდაც კონსერვატორების ქადაგებიდან, ხელისუფლებამ კაი ქნა ომი აირიდა. კონსერვატორებმაც ამ ბოლო დროს ძაან აურიეს, ოცნების წისქვილზე ასხამენ წყალს. თბილისი მარიოპოლოდ რომ არ იქცესო და ამით უნდათ რეიტინგის ამაღლება. სისულელეა ამის გამო ვინმეს რეიტინგი აუმაღლდეს ან კიდევ წასასვლელი მმართველი ძალა ამის გამო დარჩეს. მარიოპოლი გაიბომბა, კაი გაკვეთილი მიიღეს და ისევ შენდება. აქ კიდევ სირაქლემასავით მიწაში თავი ჩაგვაყოფინეს და ისევ ეს მედასავლეთე ქოცები უნდა დარჩნენ. საკუთარ ხალხს ლუკმა გამოაცალეს და უკრაინაში აგზავნეს ყველაფერი, გეგონება ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ჰქონდათ. ვითომ ნგრევას აგვარიდეს, მაგრამ უსისხლოდ პოლიტიკურად ამოხდიან ხალხს სულს. ასეთ არიდებას მოსახდენის მოხდენა ჯობია.