პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 40 000-მდე მოქალაქე დარჩა.

39 000 რუსული ანგარიში ქართულ ბანკებში ბოლო 6 თვეში – ეროვნული ბანკის სტატისტიკით დგინდება, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 40 000-მდე მოქალაქე დარჩა.

ასევე, ყოველთიურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც რუსები საქართველოში არეგისტრირებენ.

ეკონომისტების თქმით, ბანკის ანგარიშების გახსნა ადასტურებს, რომ რუსები საქართველოში ხანგრძლივი ვადით აპირებენ დარჩენას.