თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებული.

სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა. თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, 9 საათიანი სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, იყო სროლის ხმაც, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები არ ადასტურებენ ვინმეს დაჭრას. შს მინისტრმა სავარაუდოდ ტერიტორია უკვე დატოვა. ჟურნალისტების ინფორმაციით ის კომენტარს აპირებდა, მედია მის კომენტარს ისევ ელოდება, თუმცა არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია გააკეთებს თუ არა კომენტარს.