ცოტნე გამსახურდია გუშინ, ვაკის პარკში,ზაზა სარალიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:
“ეს არის ფსკერის ფსკერი… ამაზე ქვემოთ – აღარაფერია… ედიკას რეანიმირებული ბოზბანდა, მხედრიონის, კომუნისტური ნომენკლატურის და ინწილიგენციის ნაჯვარი… სიტყვები არ მყოფნის…
კი ყოფილა მართალი ამათთან მიშა სააკაშვილი, მის სხვა საქმეებზე არ ვლაპარაკობ. ამათთვის – უარესი უნდა ექნა… ჩემს გულს რა ვუთხარი, რომ მაინც მეცოდებოდნენ…
ბევრი რამე მინახავს ისეთი, რაც არ უნდა ნახოს ადამიანის თვალებმა და ყურებმა არ უნდა გაიგოს, და სულ მგონია რომ აღარაფერი გამიკვირდება, მაგრამ…
მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს.
როდის დამთავრდება ეს დ…….ი სიცოცხლე აქ, დისბატში მგონია თავი” – წერს გამსახურდია.
ავტორი: გურიის მოამბე