გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით მომატება 2019 წლის პირველი იანვრიდან”.

2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით მომატება 2019 წლის პირველი იანვრიდან”.

როგორც ცნობილია, საქართველოში პენსიამ 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან მოიმატა. 2017 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი. გაზეთი საქართველო და მსოფლიო