რუსეთი საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, როგორც ,,საერთო და მშობლიური სახლი მრავალი ეროვნებისა და რელიგიის ხალხისთვის- ვლადიმერ პუტინი.

საქინფორმი. 1160 წლის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ დავრწმუნდით, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ჩვენგან აღარ მოელიან ასეთ შეცდომებს, არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფოებრიობის 1160 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე განაცხადა.

„1160 წლის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვისწავლეთ, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ეროვნული ინტერესების მიტოვება. ასეთ პერიოდებში რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მეტი ასეთი შეცდომა არ იქნება მოსალოდნელი. ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“, – განაცხადა პუტინმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, როგორც ,,საერთო და მშობლიური სახლი მრავალი ეროვნებისა და რელიგიის ხალხისთვის“.