რა არის მიკრო სესხი და აგრო სესხი?
ფინანსურ სექტორში სესხის უამრავი ვარიაცია არსებობს და ზოგჯერ ამ ტერმინებში ძალიან ვიბნევით ხოლმე. სწორედ ამიტომ, დღეიდან შემოგთავაზებთ სესხების განხილვას, რათა სამომავლოდ უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ 2 მათგანს: მიკრო სესხი და აგრო სესხი.
ცხოვრებაში გვაქვს მომენტები, როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯები იჩენენ თავს. არაა აუცილებელი, რომ ბანკში მიხვიდეთ და თქვენს რიგს საათობით ელოდოთ. თანამედროვე ტექნოლოგიურ ხანაში ეს პრობლემა გადაიჭრა. სესხის აღება ონლაინ, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უნდა ჩაატაროთ პირადი კვლევა და შეადაროთ კომპანიები სხვადახვა მაჩვენებლის მიხედვით:
• რომელი უფრო დაბალ პროცენტს გთავაზობთ?
• ვის უფრო დაბალი საკომისიო აქვს?
• როგორია ჯარიმების პოლიტიკა?
• წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, როგორი პირობებია?
რა არის მიკრო სესხი?
მიკრო სესხი, მარტივად რომ ვთქვათ, სწრაფი სესხია. შესაბამისად, გადახდის მოკლევადიანი პერიოდი აქვს. იმისთვის, რომ აიღოთ მიკრო სესხი, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ ზოგად პირობებს:
• დადებითი საკრედიტო ისტორია
• შესაბამისი ასაკი
• საქართველოს მოქალაქეობა
• საბანკო ანგარიშის ქონა
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ბანკს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს.
მიკრო სესხის აღებამდე:
• დაწვრილებით გაეცანით ხელშეკრულებას;
• დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა ამ თანხის გადახდას;
• შეამოწმეთ კომპანიის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
რა არის აგროსესხი?
აგრო სესხი არის მარტივი გზა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსავითარებლად. მისი აღება შესაძლებელია:
• მაღაზიის მარაგის შესავსებად
• თქვენი ბიზნესის ინფრასტრუქტურის გასამართად
• ტექნიკისა და მოსავლის მოსაყვანად საჭირო სასუქის შესაძენად
• საქონლის შესაძენად
• ფერმის გასაკეთებლად
• შხამ-ქიმიკატების შესაძენად და ა.შ.
რა უპირატესობები აქვს ლიბერთი ბანკის აგრო სესხს?
• 50 000 ლარამდე სესხის აღებას თავდებისა და უზრუნველყოფის გარეშე შეძლებთ
• გადახდის გრაფიკი მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს მეურნეობაზე
• ისარგებლებთ მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით
• ნებისმიერ დროს განაახლებთ სესხს მეურნეობის გაფართოებისთვის
• თანხის გამოყენებას შეძლებთ სურვილის მიხედვით – ერთჯერადად ან რამდენიმე ტრანშად
• სესხს აიღებთ ნებისმიერი სასურველი მიზნით: იპოთეკური, სამომხმარებლო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.