ხმაური ვაგზლის მოედანზე – “თერგის 1”-ის ბაზრობის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს ტერიტორია ჩაუკეტა

ხმაური ვაგზლის მოედანზე – “თერგის 1”-ის ბაზრობის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს ტერიტორია ჩაუკეტა და შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.

გადაწყვეტილება ბაზრობის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ ტერიტორია მათ მიაკუთვნა. მანამდე კი, 23 წლის მანძილზე ტერიტორია სადაო იყო და მას “კავკასიონი ოცდამეერთე” მართავდა.

„მოვედით ამ დილას და კარი დაგვხვდა დაკეტილი. დავა ჯერ არ დამთავრებულა სასამართლოში, ჩვენ რა შუაში ვართ? თუ თვითონ ებრძვიან ერთმანეთს ჩვენ რა შუაში ვართ, იქ საქონელი გვაქვს და არ გვიფუჭდება?“-ამბობს მოვაჭრე.

მოვაჭრეები და ყოფილი მესაკუთრე ამბობენ, რომ სასამართლოზე გავლენა მერიის ზედამხედველობის ხელმძღვანელმა გიორგი ბაგრატიონმა მოახდინა, რადგან ბაზრობის არაფორმალური მესაკუთრე მამამისი მუხრან ბაგრატიონია.

„ამ დალუქვით აშანტაჟებს იმ ადამიანებს, რომლებიც იქ შრომობენ. მუხრან ბაგრატიონის საკუთრებაა სხვა არავის. სასამართლოზე გავლენა უკვე დაამტკიცა, მაგრამ როგორც ხედავთ არც აღსრულებას უყურებს ამბობს, რომ მე ვარ კანონიო“-ამბობს  ”კავკასიონი XXI”-ს დამფუძნებელი ნუგზარ ბარამიძე.

”თერგი 1”-ის წარმომადგენლის განცხადებით, შენობაში ანტისანიტარიაა და სახანძრო უსაფრთხოებაა დარღვეული, მოიჯარეს კი 6 წელია თანხა არ გადაუხდია.

„2012 წლიდან დღემდე ფული აღარ გადაუხდიათ, შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა უკვე უკანონოდ მიმდინარეობდა, ანტისანიტარიაა და სახანძრო უსაფრთხოება არის დარღვეული. იძულებული გავხდით დაგვეკეტატერიტორია“-ამბობს გიგა კვერენჩხილაძე.

კომენტარები ფეისბუქიდან