საქართველო რუსეთიდან გადმორიცხვები 351%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წლის სექტემბერში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან 387,177 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 84,5%-ით მეტია წინა წლის სექტემბერთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან სექტემბერში ქვეყანაში 209,749 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა.

ტრადიციულად, გასულ თვესაც ლიდერის პოზიციაზე იყო რუსეთი, საიდანაც გზავნილების მოცულობამ წინა თვესთან შედარებით 57%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 351%-ით მოიმატა.

ტოპ-10 ქვეყნა, საიდანაც 2022 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი – 173,942 მლნ დოლარი;

იტალია – 36,288 მლნ დოლარი;

აშშ – 28,679 მლნ დოლარი;

საბერძნეთი – 18,451 მლნ დოლარი;

ყირგიზეთი – 18,120 მლნ დოლარი;

ისრაელი – 16,437 მლნ დოლარი;

გერმანია – 15,921 მლნ დოლარი;

ყაზახეთი – 10,126 მლნ დოლარი;

თურქეთი – 9,817 მლნ დოლარი.

სომხეთი – 8,984 მლნ დოლარი;

მთლიანად, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში სულ 2,8 მლრდ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ სექტემბერში 31,950 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29,211 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,3%-ით მეტია.

https://www.bpn.ge/