29 ოქტომრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით თურქეთში საერთაშორისო სამოდელო და ტალანტის კონკურსი ,,Golden Star Kids International’’ -2022 გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 50 კონკურსანტი ღებულობდა მონაწილეობას. საქართველოდან კი სამოდელო სააგენტო ,,კატრინის’’ წარმატებული მოდელები.
კონკურსანტები მეა იაშვილი და ეკატერინე მგალობლიშვილი, სპეციალური სტუმრები : სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულები : ლუსი ოქროპირიძე , ნუცა გრიგალაშვილი და ანასტასია ბაკურაძე.
კონკურსანტებმა და სპეციალურმა სტუმრებმა გაიარეს სხვადასხვა ტური: მეგობრობის საღამო, ტალანტ შოუ, Feshion Show – სადაც ქართველი დიზაინერის ,,Patuna’’ კოლექცია წარადგინეს, ასევე უკრაინელი და გერმანელი დიზაინერების, ნაციონალური სამოსის ტური, ფოტოსესიები, სატელევიზიო გადაღებები და ა.შ.
ფინალი 2 ნოემბერს გაიმართა, სადაც ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ ღირსეულად ასახელეს საქართველო და გაიმარჯვეს.
ანასტასია ბაკურაძე – ,,Supreme Grand Prix ‘’ , ,,Super Model of the World’’ Grand Prix
მეა იაშვილი – ,,Miss Model of Eurasia’’ – Grand Prix
ნუცა გრიგალაშვილი – ,,Super Model of the World – Grand Prix
ეკატერინე (კატო) მგალობლიშვილი – ,,People Choice’’ , ,,Grand Prix’’
ლუსი ოქროპირიძე – ,,Super Model of the World – Grand Prix
ყველა ტური ქართველმა მონაწილეებმა წარმატებით გადალახეს.
მადლობას უხდიან პატარა პრინცესები თავიანთ ეროვნულ დირექტორს ეკატერინე მგალობლიშვილს და ამ კონკურსის დამფუძნებელს ქალბატონ ალბანა ჩახშირს.
წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება კატრინისაგან.
30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში, თბილისში ამ სააგენტოს ხელმძღვანელობით საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ,,მის და მისტერ პლანეტა’’ გაიმართება. კონკურსი 2015 წლიდან ტარდება საქართველოში.