ალჟირმა BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა.

ალჟირმა BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ლეილა ზარუკიმ განაცხადა.

„ალჟირმა შეიტანა ოფიციალური განცხადება BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალჟირის სახელმწიფო რადიოში საუბრისას (ციტატა „რია ნოვოსტიდან“).

BRIC შეიქმნა 2006 წლის ივნისში. მაშინ ორგანიზაციაში შედიოდა ოთხი ქვეყანა – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. მეხუთე ქვეყანა – სამხრეთ აფრიკა – შეუერთდა ჯგუფს 2011 წლის აპრილში, რის შემდეგაც ასოციაციამ მიიღო აბრევიატურა BRICS.

ამჟამად BRICS-ის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი ცხოვრობს.