საქართველომ რუსეთიდან გადმორიცხვებით რეკორდულად იხეირა ამ ვითარებაში, არ ცხრება ანტირუსული განწყობები როგორც აშშ-ევროპიდან მართულ პოლიტიკურ სპექტრში, ისე მასმედიაში, ხალხის გაბითურების მიზნით.

2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
საქართველომ რუსეთიდან გადმორიცხვებით რეკორდულად იხეირა
ამ ვითარებაში, არ ცხრება ანტირუსული განწყობები როგორც აშშ-ევროპიდან მართულ პოლიტიკურ სპექტრში, ისე მასმედიაში, ხალხის გაბითურების მიზნით. რუსეთს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა “არ უნდა ჩაერთვალოს”. თუმცა ამჟამად მხოლოდ სტატისტიკას მივყვეთ:
საქართველომ რუსეთიდან გადმორიცხვებით რეკორდულად იხეირა
ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ ლიდერობს რუსეთი, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.
გადმორიცხვები რუსეთიდან ოქტომბერში რვაჯერ გაიზარდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.