სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ, ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ”, – ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა, გელა სამხარაულმა ახმეტაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ, ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ”, – ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა, გელა სამხარაულმა ახმეტაში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს შეხვდა.

როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, სწორედ სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ადამიანი სჭირდება დღეს ქვეყანას პრეზიდენტად.

“სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება.

მე, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს აი, ასე – არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო – მაგრამ ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავისი ევროპელობით, ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ, კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი, თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად, გამოეპასუხებოდა თუნდაც მათ უზრდელობას.

სწორედ აი, ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დააბალანსებს სწორედ ამ საზოგადოების სხვადასხვა ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი”, – განაცხადა გელა სამხარაულმა. kvira.ge