13 აპრილს უკრაინის მთავრობამ ამერიკულ არასამთავრობო ფონდთან “The Arcus Foundation” თანამშრომლობით ხელი მოაწერა მემორანდუმს სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ლგბტ სწავლების მეთოდების დანერგვის შესახებ. სიუჟეტში ნაჩვენებია დოკუმენტიც, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმდა. როგორც სიუჟეტშია ნახსენები, ფონდი არკუსი მზად არის, მოამზადოს განათლების რეგიონული კოორდინატორები და ტრენერები მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან პირველკლასელებს, ხოლო განათლების სამინისტრო იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ამ თანამშრომლების მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე.
