2018 წლის 28 აგვისტოს ქართველი ხალხი ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ბოლოჯერ, თანაც, 6 წლის ვადით აირჩევს

2018 წლის 28 აგვისტოს ქართველი ხალხი ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ბოლოჯერ, თანაც, 6 წლის ვადით აირჩევს. თუ არაფერი შეიცვალა, 2024 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც მომდევნო პრეზიდენტი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით.

კონსტიტუცია, ანუ სახელმწიფოს უმაღლესი კანონი, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისთვის წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

პირველი კონსტიტუცია დამოუკიდებელმა საქართველომ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ ქვეყნის გასაბჭოების გამო დოკუმენტს არ უმუშავია.

1921-1990 წლებში საქართველოში მოქმედებდა საბჭოთა რუსეთის მიერ თავმსხოვეული დოკუმენტი, რომელიც არ გამოხატავდა ქართველების ნებას. 1990 წელს ის შეცვალეს და “საქართველოს კონსტიტუცია უწოდეს.

დოკუმენტში მომდევნო ცვლილებები შევიდა 1991, 1992, 1995, 2004 (ამ კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლებები ძალიან გაზარდა), 2010 (ამ კონსტიტუციამ კი პრემიერ მინისტრის უფლებები გააძლიერა და პრეზიდენტის შეასუსტა), 2013 (პრემიერის უფლებებიც შეიზღუდა) და 2017 (განისაზღვრა ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელი) წლებში.

2018 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია ოფიციალურად მიიღო. ის ძველისგან შინაარსითა და ფორმით განსხვავება. სახელმწიფოს უზენაესი კანონის მიხედვით, მთლიანად იცვლება ქვეყნის მართვის მოდელი, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი და არჩევნების სისტემა. intermedia