ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ლევან კობიაშვილის მიერ პორტუგალიური „ნასიონალის“ ქართველი შემტევის გიორგი არაბიძის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ლევან კობიაშვილის მიერ პორტუგალიური „ნასიონალის“ ქართველი შემტევის გიორგი არაბიძის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ანუ, ეს ბიჭი, გიორგი ა რ ა ბ ი ძ ე, მართლა ნიჭიერი ნახევარმცველი, პ ი *****ე ბ ი ს მხარდაჭერაში არ გიჭერთ ხო მხარს? და უ ტ ყ დ ე ბ ა, რომ პი****ების მხარდამჭერების გვერდით დარჩეს მოედანზე? სწორად გავიგე?

ფეხბურთის ფ ე დ ე რ ა ც ი ა და მისი პრეზიდენტი რომ წყვეტს ვინ უნდა ითამაშოს ეროვნულ ნ ა კ რ ე ბ შ ი და ვინ არა – აი იმიტომ ე ნ ***ვ ა ქართულ ფეხბურთს უკვე 30 წელია… ყველაზე მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი პერსონა, რაც აქამდე მინახავს ფედერაციის პრეზიდენტად, ყველაზე ქ ა ჯ ი და ყველაზე ტ ი რ ა ნ ი – სწორედ კობიაშვილია! თავს ი გ დ ე ბ ს ეს ბიჭი და არ დაუმთავრდება კარგად!
ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო…“ – წერს ბაკურ სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პორტუგალიური ნასიონალის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა. კობიაშვილი 20 წლის ფეხბურთელის მონდომებითა და საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

„მას ნაკრებში ვერ ვნახავთ და ეს მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვს. ამ გუნდის მთავარი ღირებულება და სიძლიერე ისაა, რომ ერთი გუნდია. არავის აქვს უფლება, თავისი პირადი ინტერესითა და საქციელით გუნდი დააზარალოს. ის საქციელი, რომელიც მან თუნდაც ყაზახეთთან ან ლატვიასთან მატჩების შემდეგ ჩაიდინა… ეს ფეხბურთელი სტადიონზე არ დარჩა და თავის გუნდს მხარი არ დაუჭირა, მაშინ როდესაც სტადიონზე 10 000 გულშემატკივარი იყო მოსული“ – განაცხადა კობიაშვილმა იმედზე, გადაცემა სპორტი იმედის ეთერში.
alia.ge