სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს თელავში იმყოფებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„თელავი არის განათლების მაგალითი. აქ სუფევს კულტურა, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა განივრცოს. ეს არის, ერთდროულად, ქართული და ევროპული კულტურა.
განათლება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. იქ, სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოებაა და არც ეკონომიკა.
ახლა მიმდინარეობს განათლების რეფორმა და მის შეფასებას დიდი სიფრთხილით ვეკიდები, მაგრამ უნდა ვთქვა: არ შეიძლება, რომ არ დავაბრუნოთ გოგებაშვილის „დედაენა”. მე ამ წიგნზე გავიზარდე. ჩემთვის საქართველო იწყებოდა ასო “მ”-ზე. მუხა. ძლიერი მუხა – აი, ეს იყო საქართველო ჩემთვის.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. mystar.ge