პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქზე ნაციონალური მოძრაობის შესახებ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
“ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ. მათ შორის, იმათთანაც, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვს “მომავალი თაობის გადარჩენას” კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად. რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის. ეგეთი ხალხია – ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან პედოფილის დაძახება აიტანონ, მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე.”ალტ- ინფო