ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნა
სულ ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე.
ყველა მონაცემით, დამაჯერებლად ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე.
ამხელა უპერატესობის პირობებში, გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია.მიუხედავად ამისა, ივანიშვილი ცდილობს, თავისივე შეთითხნილი თეორიებით, საზოგადოებას თავს მოახვიოს აზრი, თითქოს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება რევანში.
მესმის, რომ გაუნათლებელი მმართველისთვის ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ უსამართლო დევნა, არ ვაპირებ პირად ანგარისსწორებაზე დროის დახარჯვას .
ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით გენპროკურორის დანიშვნა და ასევე, უცხოელი კვალიფიციური მოსამართლეებით სასამართლოს დაკომპლექტება.
ამიტომ, სურვილის მიუხედავად, ივანიშვილს მოუწევს ქვის ხანის მმართველობის დათმობა.
ფარცხალაძის სახელობის გამოქვაბულში რეკეტით გამდიდრებას, ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამარჯვება, 28 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს. intermedia