მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მთავარ პროკურატურაში „ახალი საქართველოს“ წევრი ლაშა დიაროვი გამოკითხეს

მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მთავარ პროკურატურაში „ახალი საქართველოს“ წევრი ლაშა დიაროვი გამოკითხეს. საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატების, მათ შორის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილ დარღვევებს. „ახალი საქართველო“ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშია“ წევრი პარტიაა.
|ლაშა დიაროვის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, იღებდა თუ არა ის მონაწილეობას სიების გადამოწმებაში და კონკრეტულად რა იყო მისი უფლება მოვალეობები. მისივე განცხადებით, ის ტექნიკურ საკითხებზე აგებდა პასუხს და ამ მიმართულებით ყველაფერი სწორი იყო.
იმავე საქმის ფარგლებში ასევე გამოიკითხა „ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი მაჭარაშვილი.
მამუკა ბახტაძის გაყალბებული ხელმოწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და ამ ჯგუფის კიდევ ორი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში მოხვდა.
ამ სიებში „ქრონიკამ“ გარდაცვლილებიც იპოვა და ისეთებიც, ვისაც დოკუმენტზე ხელი, უბრალოდ, არ მოუწერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფი „ძალა ერთობაშია” 11 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს: ესენია „ახალი საქართველოსთვის”; „ემსახურე საქართველოს”; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”; „სახელმწიფო ხალხისთვის”; „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”; „ახალი საქართველო”; „საქართველო ლიდერთა შორის”;„”საქართველოს ევროპელი დემოკრატები”. kvira.ge