სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია რუსაძე ფეისბუქის პირად გვერდზე საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართვას ავრცელებს:
„თანამემამულენო! გთხოვთ გულისყურით წაიკითხოთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ, რადგან ჩვენ ხელის მოწერით უნდა გავამყაროთ პეტიცია!
ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობა” იბერიის” საორგანიზაციო ჯგუფის სახელით თავმჯდომარე ქ.( ნათელა მოდებაძე) საბერძნეთში მცხოვრები ემიგრაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ მამუკა ბახტაძეს ასლი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს !
ჩვენ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები გამოვხატავთ პროტესტს და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში შექმნილი უსულგულო პოლიტიკის გამო! დაუშვებლად მიგვაჩნია განხილვაც კი მარიხუანას გამო ახალი მიწის ნაკვეთების დამუშავებისა და მათი კულტივაციისათვის!
საქართველო იდითგანვე არის უძველესი კულტურის-ვაზის ქვეყანა ,მსოფლიო საზოგადოებრიობა და ქვეყნები ჩვენ გვიცნობენ როგორც “გეორგიანელებს ” სირცხვილია- ჩვენი ქვეყანა აქციოთ კანაფის სიმბოლოდ !
გთხოვთ გაითვალისწინოთ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პოზიცია და წერტილი დაუსვათ ნარკომანიის პროპაგანდას,ასევე ორმაგი სტანდარტებით ბრძოლას ამ ფრიად საშიში და სახიფათო სენის მიმართ !
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ასევე მკაცრად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების უფლებით შემოსვლა და დაემორჩილოს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და წესების არსებობას!
ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები! ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და უცხო ერების მიმართ !ჩვენი მთელი ისტორია ამის ნათელი მაგალითია ,მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სამშობლოს -საქართველოს!
ყველას აქვს უფლება ესტუმროს და მოინახულოს ის,მაგრამ არა მასპინძლის სტატუსით!
მოვითხოვთ ,მათი ცხოვრების უფლებით შემოსვლის აღკვეთას და დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში ასევე მათი საქმიანობის გაკონტროლებას !
3 შეწყდეს სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე თავდასხმა და მათი გაყიდვა გასხვისება უცხოელებზე რამეთუ ,არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცენდენტი ,მიწის გაყიდვა არის უფიდესი დანაშაული ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ!
იმედს ვიტოვებთ ჩვენს პოზიციას გაითვალისწინებთ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ !! tmn.ge