გადაცემის მიმდინარეობისას ძალადობის შემცველ კომენტარებს ვერ ვაკონტროლებთ, მოგვიანებით ვშლით”, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას

გადაცემის მიმდინარეობისას ძალადობის შემცველ კომენტარებს ვერ ვაკონტროლებთ, მოგვიანებით ვშლით”, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
ვინაიდან ქალბატონი სალომე საუბრობდა “ტვ პირველზე” და გადაცემის მიმდინარეობისას გადაცემის ქვეშ გაკეთებულ კომენტარებზე მე მინდა მას ვუთხრა, რომ პირდაპირი ეთერის დროს არ კონტროლდება, ვინ რას დაწერს. თუკი რამე კომენტარი ძალადობის შემცველი და შეურაცხმყოფელია ხოლმე მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ იშლება. წყენას გულში ნუ ჩაიდებს ნურცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ პოლიტიკური ძალა, ან გადაცემის მონაწილე თუკი გადაცემის მიმდინარეობისას მათთვის არასასურველი კომენტარი დაიწერება, ვინაიდან ეს არის მაყურებლების რეაქცია. ვის როგორი რეაქცია აქვს, ვის აქვს ძალადობისკენ მოწოდებები, ვის სხვა სახის, ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ეს არის თავისუფლება და დემოკრატია. ყველა ადამიანი გამოთქვამს საკუთარ აზრს. რაც შეეხება ძალადობის შემცველ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ამას ჩვენ მოგვიანებით ვუკეთებთ ხოლმე კორექტირებას”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ სიძულვილის ენამ უკვე სისტემატური სახე მიიღო და “ტვ პირველის” ვებ-გვერდზე ადამიანმა ძალადობის შემცველი განცხადება გააკეთა. ipress.ge