ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

მთავარი გვერდიპოლიტიკა სააკაშვილი: “ქართული ოცნება” შარშანდელი თოვლივით აორთქლდება დამატების თარიღი 18:32, 11 ოქტომბერი, 2018 “ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” განაცხადა. “2012 წელს ,ახლა ყველაფერი ნათელი ხდება, ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა. მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე. ახლა,ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო. ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ ვეღარ უნდა მოატყუონ ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენა მ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი’,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად: https://ipress.ge/new/saakashvili.