20 ოქტომბერს მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი უნდა მოვაწყოთ და ქვეყნის რეალობაში ასეთი დღე უნდა დამკვიდრდეს, – პირველი არხის გადაცემაში განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
“მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიბრუნა და ამ რეალობაში ჩვენი უფლების რეალიზაცია ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ”, – განაცხადა მან.
როგორც საინფორმაციო საიტი on.ge წერს, მათთვის მიცემულ ინტერვიუში იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ დედაენის ბაღში გამართულ ფესტივალზე დაიდგმება სპეციალური სტენდები, სადაც ხალხს მარიხუანას შეძენა და მოწევა შეეძლება.
სხვათა შორის იაგო ხვიჩიამ რუსთავი 2-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას აღიარა, რომ გირჩი სინამდვილეში ყველა სახის ნარკოტიკის ლეგალიზაციას ითხოვს და მათი საბოლოო მიზანი ეს არის.
“ჩვენ ვითხოვთ ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციას სინამდვილეში,” – განაცხადა მან.
იაგო ხვიჩიას განცხადება ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით:
წყარო: https://www.facebook.com/ANTILIBERALURI/