”სად არიან 51 სკოლელები, რატომ არ იღებენ ხმას, როცა ასეთი სიბინძურეები ვრცელდება მათი სახელით?”

”ვინც გარდაცვლილ დათუნა სარალიძეზე ავრცელებთ ჭორებს, თითქოს ის იყო მოძალადე ბავშვი – ყველაზე ამაზრზენი ადამიანები ხართ!”, – ამის შესახებ უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

“პიარის გამო არ შეიძლება ყველაფერი იკადრო ადამიანმა!
მეცოდებით!
ვერაზე ვარ გაზრდილი და მთელი ჩემი კლასი და კურსელები იქ ცხოვრობენ დღმდე, ვის ტვინში მოიხარშა ეს სიბინძურე?
და რომც ყოფილიყო ასე, მოსაკლავი იყო ხომ? თან ასე სადისტურად? 12 სასტიკი ჭრილობა მოფორებითი იყო და მკვლელობის განზრახვა არ იყო ხომ?
ესეთი ბოროტები სად ჩამოყალიბდით ხალხო, რამ გადაგრიათ რომ პატარა ბავშვის სულსაც არ ინდობთ, ღმერთის არ გეშინიათ?
ჩემი მეგობრის შვილთან ერთად ცეკვაზე დადიოდა ბავშვი და ერთი ცუდის მთქმელი ვერ ვნახე მე, საიდან მოგაქვთ?
სად არიან 51 სკოლელები, რატომ არ იღებენ ხმას, როცა ასეთი სიბინძურეები ვრცელდება მათი სახელით?
სად ხართ ბავშვებო სად? 
გაეცით პასუხი ცოცხალი არ დაიცავით ეს ბავშვი და მის სულს მაინც ეცით პატივი?
თუ მეშლება რამე ბოდიშს მოგიხდით მაგრამ, ზუსტად ვიცი რომ ჭორებს უგორებენ ამ ბავშვს…”, – წერს ბერიკაშვილი.

http://marshalpress.ge