“იმ კომისიას როგორ ვენდო რომელშიც ეკა ბესელია შედის?” – ზაზა სარალიძე

“ქალბატონ ეკა ბესელიასთან როგორი დაპირისპირება მქონდა. როგორ უნდა ვენდო იმ ადამიანს, რომელიც კომისიაში შედის, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა, რომ პოლიტიკური პარტია არის ამოფარებული ჩემს უკან და პოლიტიკურად ვიბრძვი მე. პირდაპირ შეურაცხყოფა მომაყენა და იმას ვენდობი?”, – ასე უპასუხა, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, გადაცემა “რეაქციაში”დასმულ შეკითხვას – ენდობა თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ კომისიის მიერ საქმის გამოძიების და ჭეშმარიტების დადგენის არ სჯერა.

ავტორი: გურიის მოამბე