შრი-ლანკას კუნძულზე მაიმუნმა ხანდაზმულ ქალს ქოქოსი ესროლა, რის გამოც ის გარდაიცვალა. ამის შესახებ Asia One წერს.
პორტალის ცნობით, შემთხვევა დედაქალაქიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ჰალანგამუვაში მოხდა. 72 წლის რენჯანი კულარატნა საკუთარი სახლის წინ იჯდა, როდესაც მაიმუნი იქვე მდებარე პალმის ხეზე აძვრა და ქალს ქოქოსი ესროლა.
ქოქოსი ქალს თავში მოხდა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა.imedinevs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი