რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი WTA-ს რეიტინგში კვლავ პირველი ნომერია,წელს მან მოიგო საფრანგეთის ღია ჩემპიონატი,ასევე გაიმარჯვა შენჯენში და მონრეალში,აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სიმონას შემოსავალი მხოლოდ ამ სამი ტურნირიდან აღემატება 17 მილიონ ამერიკულ დოლარს. 27 წლის ჩოგბურთელი ზედიზედ მეორე წელია არავის უთმობს პირველობას საერთო რეიტინგში.
“-რეიტინგის სათავეში წლის დამთავრება ჩემთვის სიამაყის მომტანი იყო, ახლა ეს უკვე ზედიზედ მეორედ გავაკეთე რაც ჩემთვის უდიდესი მიღწევაა,გარდა ამისა კარიერაში პირველად მოვიგე დიდი სლემის ტურნირი.მე ბედნიერი ვარ იმით,რომ ჩოგბურთის ლეგენდების გვერდზე შემიძლია ვიდგე” განაცხადა ჰალეპმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში. nevsmedia