რუსთავი 2″-ის მხრიდან ადგილი აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობას და რუსული სტილით ტვინის გამორეცხვის მეთოდს იყენებს – კობახიძე.
“ჩვენი მთავარი ამოცანა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაა”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის არჩევნები”, – განაცხადა კობახიძემ და ის ხარვეზები და დარღვევები ჩამოთვალა, რომელიც თან სდევს საარჩევნო პროცესს. მან ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პროცესში ჩართულობა დაასახელა.
“ამ ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი. “რუსთავი 2″-ის მხრიდან ადგილი აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობას და რუსული სტილით ტვინის გამორეცხვის მეთოდს იყენებენ”, – განაცხადა კობახიძემ. marchalpres.ge