ტერიტორიების ოკუპაცია და ასობით დაღუპული ადამიანი – ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის რიტორიკას იმეორებს და აგვისტოს ომის დაწყებაში მაშინდელ ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხი არჩევნებზე გაეცემა.
“ეს არჩევნები აუცილებლად დასრულდება ლოგიკური შედეგით, არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით, რაც ჩვენი კვლევებით დასტურდება. ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი ნაცმოძრაობას იმ დანაშაულებისთვის რომელიც ჩამოვთვალე: ეს იყო ძალადობა, ყაჩაღობა, რეკეტი, ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დაღუპვა, ამ დანაშაულში ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს. ნაცმოძრაობას”. nevpost.ge