სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 59% საქართველომ იმპორტით შეივსო.

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის 59% საქართველომ იმპორტით შეივსო.

ესკო-ს ცნობით, გასულ თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 238 007 008.5 კვტ.სთ რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 27 653 704.95 ლარი შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდრო-ელექტროსადგურების წილი 37% იყო, თბოელექტროსადგურის წილი – 1%, ქარის ელექტროსადგურის – 3%, ხოლო იმპორტის – 59%.

აღსანიშნავია, რომ იმპორტი ძირითადად, რუსეთიდან განხორციელდა. premiumi.ge