ეს ქალი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმსივნედ იქცა! მთელ ინსტიტუციურ ძალაუფლებას პირადი შურსძიებებისთვის იყენებს – ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
,,ეს ქალი ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმსივნედ იქცა! მთელ ინსტიტუციურ ძალაუფლებას პირადი შურსძიებებისთვის იყენებს! წულუკიანის გადადგომა ახლა არის ყველაზე საბაზისო რამ იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნება და ნორმალურად ფუნქციონირება შეძლონ”, – წერს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.
არასამთავრობოები თეა წულუკიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ და შექმნილ ვითარებაში მის წვლილზე მიანიშნებენ. მათი თქმით, სიტუაცია კრიზისულია, რაც ჩავარდნილმა რეფორმებმა გამოწვია.

https://2020news.ge