მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?”- ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს.

მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?”- ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს.

მსახიობი ქეთევან კიკნაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს. მათი დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა.

“ჩამრეცხავი ჩაირეცხება, მდევნელი განიდევნება, ახლა თურმე ლაგამ ამოდებულები,აქაც გეშლება ჩემო კარგო,უმადურობა დიდი უბედურებაა,სიცოცხლეს რომ გაჩუქებს ადამია რა თქმა უნდა, მადლობა აქ ცოტაა, არც კი იცი რა მოიმოქმედო. მას ადამიანობა უნდა დაანახო,იგრძნოს მადლიერება და ერთგულება შენი, მეტი არაფერი შეგიძლია, არ მინდა შეურაცხვყო ჩემი საყვარელი ადამიანის შვილი, მაგრამ არსებობს თქმულება, დედას ყველაზე ძალიან მახინჯი შვილი უყვარსო, შენს მიმართ, ჩემი შეხედულება შეიცვალა, მაგრამ გრძნობა არა. ადამიანი ცხოვრების ბოლომდე რომ დაგაფინანსებს, გიმკურნალებს და შენს ძმას ფეხს შეუნარჩუნებს, შემდეგ მის წინააღმდეგ იბრძვი, რა ჰქვია ნეტა ამას, სახელი თვითონ დაარქვი. მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი? შენს რაშს ამოსდე ლაგამი. ყველაფერი გაწირე?, ხალხი მშიერიაო,შენ გაქვს კაფეები რესტორნები, სასტუმროები, ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე. ბიძინამ ადამიანებს ღირსება დაუბრუნა, გაძვალტყავებულ ხალხს სიცოცხლე დაუბრუნა, ოი, როგორი დამნაშავეა. ახლა შენ და შენმა პადრუგებმა გინდა “ინწელიგენცია” დაგვარქვით, რომელი კატეგორიაც გინდა იმას მიგვაკუთვნეთ ხელოვანი ხალხი, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა,მთავარია პროფესია და პროფესიონალიზმი. მარიკა და გიგა ცოცხლები რომ იყვნენ ,ხმას მისცემდნენ მაინც იმას, ვინც ქვეყანას გამოადგება, აი ეს არის,სახელმწიფოებრივი აზროვნება. მაპატიოს მისმა სულმა, ვინც ასე მიყვარდა და პატივს ვცემდი.,ჩემს ოჯახში კი ტრადიციული თამადა იყო ხოლმე. ამ რჩევას მეგობრულს დავარქმევდი.” – წერს ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს. malhalpres