პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ისინი ამას განიხილავენ და უზრუნველყოფენ.

“მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყობთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება”, – განაცხადა ნათია მიქელაძემ. imenevsgeorgia