ეს კადრები „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ამ პარტიას ძალიან გაუჭირდაო.

ნაციონალური სისასტიკე, სისხლის გუბეები საქართველოში- გაავრცელეთ!
ამ დღეებში ინტერნეტქსელით გავრცელდა კადრები სამეგრელოში, სპეციალურად მოწყობილ მიწისქვეშა ბუნკერებში მომხდარი საშინელების შესახებ. ნაციონალები დღემდე ვირთხულად სდუმან, მათი ნაწილი სოროებიდან კნავის: ეს კადრები „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ამ პარტიას ძალიან გაუჭირდაო.
რაც უნდა გაუჭირდეს, გინდა „ქართულ ოცნებას“ და გინდა სხვა რომელიმე მთავრობას, რომელიც მოვა საქართველოს ხელისუფლებაში ოდესმე, იმ უდიდეს ცოდვას და დანაშაულს, რაც ნაციონალურ რეჟიმს აქვს
ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ვერ წაშლის და ვერ გაამართლებს.

წარმოუდგენელია, მხოლოდ ქართული სინამდვილის საშინელ კოშმარად ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული აპოკალიფსური საშინელებანი. ეს არის ადამიანის მიმართ ჩადენილი გენოციდური ქმედება, რომელიც მსოფლიომ უნდა დაგმოს…

მაგრამ სანამ „დემოკრატიულ“ და „კაცთმოყვარე“ მსოფლიოს, კერძოდ კი, ევროპა-ამერიკას დაველოდებით, რომელმაც არაერთხელ „გაუპრავა“ ნაცმოძრაობის შუქურებს ქართველ ხალხზე განხორციელებული უამრავი საზიზღრობა, მანამდე საზოგადოებამ უნდა გამოვუტანოთ განაჩენი სექტას, რომელიც თავის თავს პარტიას ეძახის.

თუ ვინმეს დაავიწყდა, ახლა თანმიმდევრულად მოგიყვებით მათ მიერ საქართველოში 9 წლის განმავლობაში ჩადენილი კოშმარების შესახებ და კიდევ ვინ დარჩება „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, ისიც უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, როგორც ზნეობრივად და გონებრივად გახრწნილი და ფსიქიკურად ავადმყოფი.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: „ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში!“ და იწყება „გმირობათა“ კასკადი, რომელიც სააკაშვილის და მის მომხრეთა გადაგვარებული ზრახვების განხორციელება იყო.

2004 წლის 12 მარტს პირველი დიდი „გმირობა“ ჩაიდინა სახელმწიფო გადატრიალების შემოქმედმა ხელისუფლებამ. გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი წინ წარუძღვა სპეცრაზმის სამხიდიან სატვირთოებს, შელეწეს გლდანის მართლმადიდებლური ტაძრის კარი და მღვდელი და მრევლი იქიდან გამოათრიეს. ნიღბიანი სპეცრაზმელები გულის წასვლამდე სცემდნენ დილის ლოცვაზე მისულ ქალებს, სისხლის და მოთქმა-გოდების ფონზე ბარამიძემ მშვიდი სახით მისცა კომენტარი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“ — „რუსთავი-2“, რომელიც შემდეგ სისხლიანი რეჟიმის ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და აგიტატორი გახდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მწერლებს დაერივნენ. მწერალთა სახლიდფან კინწისკვრით გამოყარეს მწერლები და სამათხოვროდ გასწირეს ერის მოაზროვნე ნაწილი.

სულ ცოტა ხანში ნავთლუღში, სამგორის მეტროს ახლო ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის სპეციალურმა რაზმმა, 16-და 18 წლის სამ აჭარელ ახალგაზრდას დაჩოქილებს, მიბჯენით, ცხელი ტყვიით გაუხვრიტა გულმკერდი, ვითომ ციხის ბუნტის მოწყობის ორგანიზატორობის ეჭვით. შემდეგ ინტერვიუში ამ ყმაწვილების უბედურმა დედებმა მითხრეს, 10 დღის განმავლობაში არ ვიცოდით, სად იყვნენ ბავშვები, უკვალოდ იყვნენ გამქარალიო. დედებმა ინტერვიუში მაშინ ისიც თქვეს: ბიჭებს მუცლის ღრუ ცარიელი ჰქონდათ, თავის ქალიდან ტვინიც კი იყო ამოჭრილიო…

შემდეგ რევოლუციურმა მთავრობამ ბათუმის მთავრობა იავარჰყო, ასლან აბაშიძე ქვეყნიდან გააძევა. აბაშიძის კუთვნილი და აჭარის ა/ო-ს ქონება თვითონ და მისი ბანდის წევრებმა გადაინაწილეს. იმ ხანებში აღმოცენებულ ოპოზიციურ პარტია „სამართლიანობას“ ერთ მშვენიერ დღეს თავს დაეცა პროკურატურა, კონფისკაცია გაუკეთა პარტიის ქონებას და რუსეთის აგენტობის და სახელმწიფო გადატრიალების (!) ბრალდებით 14 პირი ციხეში გამოკეტა. ამ ჯგუფში იყო მაშინ ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტ-კრიმინალისტი, ადვოკატი მაია ნიკოლეიშვილი. იგი შვილების წამებით სიკვდილის მუქარით ისე შეაშინეს, რომ ოპოზიციონერობაზე ფიქრი კი არა, ეს ნიჭიერი ქალბატონი საერთოდ ჩამოაცილეს საზოგადოებას და სრულ ასკეტიზმსა და იზოლაციაში ამყოფეს კარგა ხანს…

7 ნოემბერს ახალგაზრდა მმართველებს ნერვებმა უმტყუნეს. სპეცრაზმი, რომელიც ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი შს მინისტრის დაქვემდებარებაში იყო, რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, მომწამვლელი გაზებით და წყლის ნაკადით შეიარაღებული დაერია საპროტესტოდ ქუჩაში გამოსულ საკუთარ მოქალაქეებს. სისხლი და ცრემლი ერთმანეთში ირეოდა, დაჩეხილდალეწილი სხეულებით იყო მოფენილი რუსთაველის გამზირი… ეს იყო საარაკო ამბავი… იმ დღეს დაშავებულები დღესაც დაინვალიდებულნი არიან…

8 აგვისტოს ცხინვალში შეჭრილმა ქართულმა ჯარმა სასტიკი მარცხი განიცადა. უამრავი ქართველი შეეწირა ამ უაზრო ომს, დახოცილთა ცხედრებს სანამ ბუზი და მატლი არ დაეხვია, მანამდე სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ვერ „მოახერხა“ მიცვალებულების დასაფლავება, რადგან მთელ საქართველოში მაღალს და ბნელს მსტოვრები ჰყავდა გაგზავნილი: ყველას შთააგონეთ, ცხინვალში ომი ქართველებმა მოიგესო. ისმოდა სიმღერები და ტრამპაცუმპა. მღეროდა მერაბ სეფაშვილი და ლელა წურწუმია…

ეს იყო სატანური რიტუალი — დაჩეხილ გვამებზე ცეკვა… ამასობაში „ვიღაცის“ უჩინარმა ხელმა „ვარდების გადატრიალების“ ერთ-ერთი შემოქმედი — ზურაბ ჟვანია რაულ უსუპოვთან ერთად საიქიოს
გაისტუმრა. რასაც სულ მალე ლევან სამხარაულის და მისი მეგობრისა და კლასელის მკვლელობები მოჰყვა. სამივე ზურაბ ჟვანიას, ასე ვთქვათ, წააკლეს.

მკვლელობათა სერია დროდადრო ახალი ძალით და ინტერპრეტაციით, თუმცა ერთი და იგივე ხელწერით იფეთქებდა ხოლმე. ხელწერის მიხედვით, ყველა გარდაცვლილი სასტიკი გულგრილობითაა მოკლული…
საზოგადოება შეძრა ოქროყანის სასაფლაოზე შიშველ-ტიტველი 29 წლის სანდრო გირგვლიანის ნაწამები გვამის ხილვამ. მის მკვლელობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მთავარი მონაწილეები იყვნენ…
არ ვიცი, ხელისუფლებას რომ ვამბობ, სწორი ტერმინოლოგიით თუ ვაფასებ, შესაძლოა, უნდა ვთქვა მკვლელთა ბანდები, რომლებმაც შემდეგ თბილისის ცენტრში დღისითმზისით პოლიციის სპეცრაზმისგან საცერივით დაცხრილული 28 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის სისხლში მცურავი სხეული დააგდეს კორტებთან, მზე დაუბნელეს ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს… ჯერ ზუსტად დაუდგენელი მიზეზების გამო თბილისის ცენტრში ტყვიით თავი გაუხვრიტეს აკადემიკოს გურამ შარაძეს, რომელიც ხელისუფლების კურსის მძაფრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

ამას მოჰყვა: გია კრიალაშვილი, რომელიც მოკლეს თბილისში, გლდანში (თიანეთის გზატკეცილი) სპეცოპერაციისას. როინ შავაძე – ოფიციალური ვერსიით, მოკლეს გაქცევის მცდელობისას ქობულეთში,ქაქუთის საავტომობილო გზაზე, სასტიკად იყო ნაწამები.

პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის სახელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება. ისიც სიცოცხლის ბოლო ხანებში ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ვითომდა გულის შეტევით გარდაცვლილი პატარკაციშვილის საფლავთან არც ერთი ნაციონალი არ მისულა. სამაგიეროდ, მისი ქონება ჭილყვავებივით დაიტაცეს… მაგრამ რაც მოხდა ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებულ და ნალოლიავებ ტელეკომპანია „იმედში“, ეს არის კლასიკური მაგალითი ბარბაროსობის და ტირანიის. ტელეკომპანიის აპარატურა დალეწეს და დაამსხვრიეს, რეზინის ხელკეტებით სცემეს ჟურნალისტებს, შენობაში გაუშვეს მომწამლავი გაზი…

თუმცა ნაცხელისუფლების ქმედებების „გვირგვინად“ მაინც აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტა ითვლება, რომლის ორგანიზატორი თვით გიორგი ბარამიძე იყო. თვითმფრინავებით უშენდნენ ჭურვებს აფრასიძეების სახლს, პატარა ბავშვების თვალწინ დახვრიტეს უდანაშაულო ადამიანები. ერთ-ერთმა „მოლაშქრემ“ უკვე მიცვალებულ ომეხ აფრასიძეს ბეჭედი რომ ვერ მოაძრო, თითი მოაჭრა თურმე… ამ ამბავზე მერე სააკაშვილმა თქვა: დიახ, მე გავეცი აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის ბრძანებაო…

ამასობაში ქუთაისში „დიდების მემორიალის“ ადგილას სააკაშვილმა ახალი პარლამენტის შენობის აგების ბრძანება გასცა. ძეგლი, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეებმა თავის დროზე „ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი“ უწოდეს, ერთ დღეში დაანგრიეს. ამ ნგრევას დედა და მისი 10 წლის გოგონა ემსხვერპლა…

დღემდე დაუდგენელია 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო მიტინგზე ხელისუფლების მიერ დახოცილთა რაოდენობა. დაშავებულები და დაინვალიდებულები მრავლად არიან. ოფიციალურად გაცხადებული მიცვალებულების — კვინტრაძის და ასათიანის გვამები ხელბორკილებით იპოვეს მაღაზიის თავზე (!) ხორხ და ენაამოგლეჯილები, ნაწამები და დასახიჩრებულნი.

ხაშურში პოლიციის შენობაში კიბიდან გადმოვარდაო, გარდაიცვალა სოსო ქიმერიძე, რომელიც ნაცემი და ნაწამები იყო. იმ ხანებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული მიწის ზედა შრის გაყიდვის ბიზნესშიც ყოფილა ჩართული „ნაცმოძრაობა“. სპეციალისტები აცხადებდნენ, მიწის ამ დონეზე ჩამოყალიბებას ასეული წლები სჭირდებაო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველი ხალხი ყველა წელიწადს, ზოგჯერ წელიწადში ორჯერ მშვიდობიან, ცივილიზებულ საპროტესტო მანიფესტაციებს აწყობდა ისე, რომ „ერთი ფოთოლიც“ არავის შეურხევია, და როგორ იქცეოდა ამ დროს ხელისუფლება?

ძალადობა, უსამართლობა, დაჭერები, ციხე და სატანჯველი მათი „დემოკრატიული იარაღი“ იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ამის ჩამდენი ხელისუფლების მისამართით ზოგიერთები ამბობენ, რომ გზები გაკეთდა, იყო შედარებით იაფი ელექტროენერგიის გადასახადი, იგებოდა შადრევნები, გაკეთდა ფასადები მარჯანიშვილის მოედანზე, „გამშვენდა“ სიღნაღი და ა.შ. სანამ ღმერთი აწონის ცოდვა-მადლს, ჩვენ დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო და არის — გზები, ატრაქციონები და ყინულის მოედნები თუ ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ერთხელ ეძლევა და იმასაც ვიღაც ზნედაცემული ღორად დაბადებული ზონდერ-ნაციონალი წაგართმევს?

ქართველმა ხალხმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ „ნაცმოძრაობამ“ არჩევნებში საერთოდ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. პარტია უნდა გაუქმდეს და აიკრძალოს. ეს ადამიანები საზოგადოებისგან იზოლირებულნი უნდა იყვნენ, როგორც მოკვეთილები, ბოროტების მსახურები, ჯოჯოხეთის მოციქულნი.

ირანდა კალანდაძე

“საერთო გაზეთი”

კომენტარები ფეისბუქიდან