ახლახან გავრცელებული ინფორმაცია: გიორგი ვაშაძე – კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები.

ახლახან გავრცელებული ინფორმაცია: გიორგი ვაშაძე – კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები.
„ქართული ოცნება“ კოლოსალურ თანხას ხარჯავს რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები. გუშინ კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს – განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე და დადაამატა, რომ ხელისუფლება ამით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

„ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთ იმ კატასტროფის დასრულება, რაც ხდება ქვეყანაში. 28-ში დასრულდება ის კანონგარეშე ქმედებები, რომელსაც ხელისუფლების შტოები ახორციელებენ“, აღნიშნა ვაშაძემ.

მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა დეზინფორმაციის გავრცელებაზე პოლიციის სტრუქტურებში.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება“ გადავიდა ტოტალური დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამჯერად, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიციის სამსახურებში, სადაც ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა ფაქტობრივად, ძალიან დაბალია და ისინი ამბობენ, თითქოს ვინმე მათი სამსახურიდან გაშვებას აპირებს. თუ ვინმემ შეურაცხყო პოლიციელის მუნდრი, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდა ამ ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ დეპოლიტიზაციას მოახდენენ, რომ „ვერავინ, ვერასდროს, ვერ შეძლოს თავისი მიზნებისთვის ამ უწყების გამოყენება, რომ ვეღარასდროს მოაჯდეს თავზე ღირსეულ პოლიციელს არაპროფესიონალი, პოლიტიკურად მოტივირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მისის მოადგილეები“.

„ყველა პოლიციელი, არათუ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, არამედ მინიმალური ხელფასი იქნება 2 000 ლარი“, აღნიშნა ვაშაძემ. Guardian.ge