საქართველოს მასშტაბით, 250 სოფელში 10 – 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
წლევანდელ ზამთარში მთიანი რეგიონი კიდევ უფრო დაცარიედება.გაზრდილი ფასებისა და დაბალმოსავლიანობის პირობებში ადამიანებს საგრძნობლად გაუჭირდებათ.
მოსალოდნელია, რომ მთის რეგიონში კიდევ უფრო იკლებს მოსახლეობა. “მთის კანონის” მიუხედავად, სტატისტიკური მონაცებები, სხვა რეალობას უჩვენებს. სოციალური პირობების დამძიმების გამო შესაძლოა, წელს მეტადაც ცდილობდნენ სოფლებისაგან “თავის დაღწევას”.
საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია. 2017 წლის მდგომარეობით, დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 162-დან 223-მდე გაიზარდა. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი მთლიანად მიტოვებულია. imereti.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი