დედაენის ბაღში“, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ორგანიზებით „კანაფის ლეგალიზების ფესტივალი“ მიმდინარეობს, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
მისი დაკავების მიზეზი ერთ-ერთი მოქალქისთვის სავარაუდოდ, კანაფის გადაცემა გახდა.
სამართალდამცველებმა ჯაფარიძე განყოფილებაში გადაიყვანეს.
ჯაფარიძის გარდა, პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.
დაკავების დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, მანამდე, პოლიციამ გირჩის ლიდერები – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძე, განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში განმარტეს, განყოფილებაში მათი გადაყვანა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით მოხდა. marshalpres