ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ პირველსავე დღეს დაარღვია “ევროპის სახალხო პარტიასთან” ხელმოწერილი მემორანდუმი. სამწუხაროდ მათ უბრალოდ სტრატეგია ქონდათ ოპოზიციური ძალის, “ევროპული საქართველოს” დაზიანების და დასუსტების და გვებრძოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულიყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე. ეს არ არის ახალი, ეს მათი სტილია, განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ მათი ქმედებებით, როგორც ოპოზიციასთან ბრძოლით, ასევე მათი აგრესიული გამოსვლებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ვხედავთ ჩვენ პოპულიზმს და ასეთ აგრესიულ გამოსვლებს სატელევიზიოს – ეს არის პირდაპირ ხელშეწყობა “ქართული ოცნების” და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების. ეს არის ის პასუხისმგებლობა რომელიც დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” არ ესმის და თავისი გამოჩენით, არსებობით, აგრესიულობით და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს “ქართულ ოცნებას”. ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ გვაკლდება მათი თავდასხმებისგან, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ “ქართულ ოცნებას” და აზარალებენ ამით ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, კარგად დაფიქრდნენ პასუხისმგებლობაზე მოსახლეობის მიმართ, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს მოგონილი არეულობის და შიშების დასანერგად და ამაში ყველაზე კარგად სასარგებლო საფრთხობელას როლში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გვხვდება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წაიკითხეთ სრულად: https://ipress.ge/new/khoshtaria-ocnebastan-brdzolis-nacvlad-grigol-vashadze-da-nacmodzraoba-talakhs-evropuli-saqartvelosken-isvris/?fbclid=IwAR1pnmCL2JubW69SBYnAP47kkPsOsYzB4IOJpE3Px7yx1THPmHnD3cfhzKY