ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის პატიმარი ანზორ სოლომონიძე საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს.
“ღრმად პატივცემულო თანამემამულენო, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს წარსულის გახსენება მაინც ვერ გავექცევით, სამწუხარო რეალობაა და დღეისათვის აქტუალურია. ბოროტი ძალები ძალღონეს არ ზოგავენ, რომ მათ დასახულ მიზანს მიაღწიონ, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიონ დანაშაული, ერს და ქართულ საზოგადოებას ბოდიში მაინც მოუხადონ.
მათ უსინდისობას და თავხედობას საზღვარი არ აქვს. ლუციფერთა მსახურნი სატანური ხერხებით ახერხებენ ჩვენი საზოგადოების ნაწილის გაბრიყვებას, მოტყუებას, გადაბირებას. განსაკუთრებული სიმძაფრით წინააღმდეგობას აწყდება ეროვნული ძალები ანტიეროვნული (ნაცები და მათი სატელიტები) ძალებისაგან ისეთ საკითხებში, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, აგრეთვე პიროვნებების ღირსებასთან და საზოგადოებების სხვა კომპონენტებთან.
მოგეხსენებათ, ყოფილი კრიმინალური ხელისუფლება თუ როგორ ებრძოდა ყოველივე ეროვნულს, ყოველივე ქართულს და ისინი როგორი ზომბირებულნი იყვნენ და არიან იმ მოტივით ვინც კი მათ პოლიტიკურ პლატფორმას ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება განსხვავებულობის უფლებით, ისინი აკეთებდნენ და ჩანაფიქრიც აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მაგრამ ღვთის წყალობით მათი ჩანაფიქრი აუხდენელ ოცნებად დარჩებათ, ვეღარასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ფიქრობენ განსხვავებების ძალისმიერად მოსპობას, კარგად აპრობირებულები არიან მაგ საქმეში, რაც მათი სისასტიკით ხასიათდებოდა და ხასიათდება. მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბის მოვლენები, 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენები, სხვადასხვა მშვიდობიანი აქციების დარბევები, ქუჩაში უაპელაციოდ დახვრეტილი 160-მდე ახალოგაზრდა, იმ დროინდელ ქართულ ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ძალადობისა და სიკვდილიანობის ფაქტები, უდანაშაულო, უკანონოდ დაპატიმრებული ათიათასობით ადამიანი, რაც 55000 პატიმარი ირიცხებოდა სასჯეაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო 300 000 პრობაციონერი.
ახლახან გენპროკურატურის მიერ გაჟღერებული ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის ორგანიზების ფაქტები, სახელმწიფო რეკეტი და მათ მიერ დაყაჩაღებული ბიზნესი, პროვოკაციულ ომში ქვეყნის გახვევა, უაზრო ომში საჯიშე ბიჭების დაკარგვა, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა-ოკუპაცია რუსეთის მიერ,ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთი”-ს ჩვენი სამაჩაბლოს და აფხაზეთის სახელმწიფოებად აღიარება რუსეთის მიერ, მოსახლეობის მამაპაპურ მამულებიდან აყრა და ლტოლვილებად გადაქცევა, კონფლიქტურ ზონებში მოსახლეობის დაობლება, გაუბედურება, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ღიად გალაშქრება და რამოდენიმეჯერ პატრიარქის მოწამვლის ფაქტები და ა.შ. რამდენი ჩამოვთვალო. იმდენად დიდია მათი დანაშაულებრივი ნუსხა, რომ მათზე დიდი ტომები დაიწერება.
ძვიფასო თანამემამულენო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაშაძეს და ბაქრაძეს აქვს უფლება იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები?! გეტყვით: არავითარ შემთხვევაში!!!
უპირველეს ყოვლისა მათ არ აქვთ მორალური და შემდეგ იურიდიული უფლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატები!
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი (შვილობილი) პარტიების მხარდამჭერია მათი ცოდვების თანამოზიარენი არიან, რაც მათ პოლიტიკურ უკულტურობაში ვლინდება.მატი პოლიტიკური უკულტურობის შედეგია ავადმყოფური, ფანატიკური, ავადსახსენებელი ყიფილი კრიმინალური ხელისუფლების რეჟიმის ხანგრძლივი ბატონობის სურვილი, რევანშიზმი, რაც მომეტებულად საფრთხის შემცვლელი და დამღუპველია ქვეყნისა და ერისათვის.
სამწუხაროდ, ერთი თაობა გაიზარდა უკვე მეტად სპეციფიურ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, რაც რეჟიმის მიერ ,,გამანქურთებული” იყო და დარჩა სამწუხაროდ, და დღეს ის ელექტორატი ჰყავთ გვერდში.
ყველა ის პოლიტიკური ელიტა, ვინც კი ებრძოდა ყოფილ ანტიეროვნულ კრიმინალურ ხელისუფლებას გამოზომილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. დესტრუქციული შხამით გაჯერებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი პრობლემები და ტკივილი მოუტანა ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას, ერსა და ქვეყანას, რაც მათი ,,ინოვაციური დემოკრატი”-ით, დემაგოგიით, ბინძური ფაბრიკაციებით აბოლებდა მსოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნებს და სამოქალაქო საზოგადოებას და ათეთრებდა ყოველივე სიავეს. პოლიტელიტა აღმოვჩნდით პირსისხლიანი ტირანიის პირისპირ.
სამწუხაროდ, იმ დროს მსოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნებმა ზურგი შეგვაქციეს ეროვნულ ძალებს და კრიმინალურ ხელისუფლებას ე.წ. დემოკრატიას უთეთრებდნენ. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობაა…
ძვირფასო თანამემამულენო,
მე, ანზორ ბიჭიკოს-ძე სოლომონიძე გახლავართ წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, ყოფილი პოლიტპატიმარი. ლექციებს ვითხულობდი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკურ დისციპლინებში.
პოლიციის მისამართიც კი არ ვიცოდი სად იყო. მე მქონდა ჩემი საქმე და ჩემი საქმით ავანგარდში ვედექი ნებისმიერ საქვეყნო სასიკეთო საქმეს. დამაპატიმრეს იმისათვის, რომ ვიყავი ჭაბუა ამირეჯიბის იდეის და საქართველოს წარმომადგენლობითი ,,სახალხო კრები”-ს წევრი. არ ვიზიარებდი ყოფილი ანტიეროვნული კრიმინალური ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრების წესს.
ვაპროტესტებდი მათ დანაშაულებრივ მოღვაწეობას. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი საპროტესტო აქციებსა და ღონისძიებებში. ვხელმძღვანელობდი საქართველოს წარმომადგენლობითი ,,სახალხო კრებ”-ის აჭარის აორგანიზაციის შეფიცულთა ორგანიზაციას. სამშობლოს სიყვარულისთვის ვიქეც ზვარაკად. არაფერს ვნანობ, პირიქით, ვამაყობ, რომ ვარ ჩემი ქვეყნის გუდამწვარი ჭირისუფალი.
ვინც კი მე მიცნობთ, და ვინც კი ვერ მიცნობთ, ვისაც კი გული შეგტკივათ სამშობლოზე, ბერზე, ერზე, მოგმართავთ თხოვნით: ხმა არ მისცეთ ერისა და ქვეყნის მოღალატეებს: ვაშაძეს, ბაქრაძეს და მათ სატელიტებს. ხმა მიეცით საქართველოს დაბრუნებას, საქართველოს მომავალს. წინასწარ მინდა გითხრათ დიდი მადლობა სწორი არჩევანისათვის, ისეთი არჩევანისათვის, რომ პირნათელი ვიყოთ ღვთის წინაშე და მართალნი სინდისის წინაშე! გფარავდეთ ღმერთი!”– ნათქვამია მიმართვის წერილში. marshalpres.ge