აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, არავის ეპარება ეჭვი რომ ეს მოხდება. მით უმეტეს, ეს არ იქნება პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის შეთანხმება, რომლის დატოვებაც ტრამპმა მოისურვა. ამ შეთანხმებების რიცხვში შედის ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმება (TPP), ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმება (TTIP), ირანის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების
შესახებ (Paris Agreement).

ამ და სხვა საკითხების შესათანხმებლად რუსეთში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ჩავიდა.
სხვათა შორის, 1987 წლის შეთანხმების გაუქმების ინიციატორად ჯონ ბოლტონს მოიაზრებენ.
ვლადიმირ პუტინი და ჯონ ბოლტონიფოტო: ვლადიმირ პუტინი და ჯონ ბოლტონი
fb

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მეორე შეხვედრა 11 ნოემბერს, პარიზში უნდა
შედგეს და ამაზე ორივე მხარემ უკვე დაიწყო მუშაობა. ამ შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით დაელოდება და დიდი ყურადღებითაც გაანალიზდება, მით უმეტეს, ყველას აინტერესებს, როგორ დაიჭერს ამერიკის პრეზიდენტი თავს ჰელსინკიში შემდგარი შეხვედრის შემდეგ…

ეს ალბათ ყველაზე მარტივად შესათანხმებელი საკითხი იყო ბოლტონის დღის წესრიგში. შემდეგი საკითხი კი 1987 წლის ხელშეკრულების დატოვებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისთვის, პირიქით, დოკუმენტი დაძველდა, რუსეთი არღვევს შეთანხმების პირობებს და რუსეთთან ერთად ჩინეთიც იმავეს აკეთებს.

რა შუაშია ჩინეთი? მით უმეტეს, ჩინეთი არ შედის 1987 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მაინც რატომ ჩინეთი?
ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მაშინ როცა ეს ხელშეკრულება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, ჩინეთი სრულიად თავისუფალია და შეუძლია ისეთი რაკეტები გააკეთოს, როგორიც მოესურვება. უფრო მეტიც, მათ უკვე აქვთ ასეთი შეიარაღება.
ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვიფოტო: ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვი
fb

მათი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების DF-26-ების რადიუსი 4000 კილომეტრია. უკვე 2017 წლის აპრილში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური წყნარი ოკეანის ქვეყნებში ჰარი ჰარისი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების რაკეტები ვერ შეედრებოდა ჩინეთის ანალოგებს 1987 წლის შეთანხმების პირობების დაცვის გამო. მისი თქმით, ჩინეთის არმიის რაკეტების 95% 1987 წლის ხელშეკრულების არსებობის პირობებში უნდა განადგურებულიყო.

პენტაგონი კი აცხადებს, რომ ამ რაკეტებს შეუძლიათ შეერთებულ შტატებს ან მის საზღვაო ბაზებს შეუქმნას საფრთხე ისეთ კუნძულებზე, როგორიც არის მაგალითად გუამი.

ჩინეთთან ტრამპს ისედაც დაძაბული ურთიერთობები აქვს გაზრდილი გადასახადების ფონზე. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ახალ საშუალებას იყენებს მის დასასუსტებლად, თუმცა რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

ჯერ კიდევ ჩინეთისთვის გაზრდილი გადასახადების დაწესების პირველად გამოცხადებისას გაჩნდა ის აზრი, რომ სავაჭრო ომს შეეძლო ცივი ომის მსგავსი დაპირისპირება გამოეწვია, თუმცა 1987 წლის ხელშეკრულებიდან გასვლამ ცივი ომის პერიოდის დაბრუნება თითქმის რეალობად აქცია. შეთანხმების მიხედვით შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი 500-5500 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ. შემდეგ ორივე მხრიდან ჯამში დაახლოებით 2700 რაკეტა განადგურდა. თუკი ხელშეკრულება გაუქმდება, მაშინ განახლდება სამხედრო შეიარაღების წარმოებაში “რბოლა” მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შორის – ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის და მივიღებთ რეალობას ანუ ახალ “ცივ ომს” – რომელი ქვეყანა საით მიმართავს საკუთარ რაკეტებს და ვინ ვის დაემუქრება ამას ვეღარავინ გააკონტროლებს.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინიფოტო: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
fb

შესაძლოა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეც დაიწყოს საუბარი, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ეს მხარეებისთვის? როგორც აღინიშნა, ჩინეთის არმიის შეიარაღების 95% 1987 წლის ხელშეკრულების პირობებს არღვევს, შესაბამისად, ჩინეთი არ იქნება თანახმა ეს შეიარაღება გაანადგუროს. kvirispalitra.ge