გამორთეთ რუსთავი 2 და მოსწიეთ მარიხუანაოო

ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აფასებს და წერს:

1. ომი საქართველომ დაიწყოო
2. მარიხუანას კანონპროექტი ჩემი იდეააო
3. ჩინოვნიკების გამდიდრება რა მოსატანია აუზში წყალიც კი არ უსხიათო
4. ფარცხალაძე კარგი ბიჭია და დიდი არაფერი კითხვები არ არისო და თუ არისო მაჩვენეთო სარდაფი სად არისო აბაო
5. ქვეყანაში აღმშენებლობაა და ამის დანახვისთვის “რუსთავი 2” – ის გამორთვაც კი საკმარისიაო.
6. მოსახლეობა თავის გაჭირვებას სულ სახელმწიფოს აბრალებსო, აბა საკუთარ თავებს ხომ არ მოკითხავენო
7. გასაოცარი დემოკრატია შევქმენიო და ევროპა გადარეულია ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპებითო
8. ჩემი ტყუილი სად ნახეთო ? არასდროს არ მომიტყუებიაო – (ეს ყველაზე მაგარი ანეგდოტია)
9. სახლები რომ აჩვენეთ მაგაში ცუდი რა არისო რაც მეტი მდიდარი ვიქნებითო. guriismoambe.ge