ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის მარგანეცი, ტყიბული, ოქროს საბადო, კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნები ხალხის საკუთრება გახდება“ _ განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ზესტაფონში, ფერო-შენადნობ ქარხანასთან გააკეთა.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის მარგანეცი, ტყიბული, ოქროს საბადო, კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნები, გახდება ხალხის საერთო საკუთრება და მათგან მიღებული შემოსავლები წავა არა ნაძირალა კოკაიების, ბეჟუაშვილების, ივანიშვილების, ქუმსიშვილ-კვირიკაშვილების ჯიბეში, არამედ ბიუჯეტში და გადანაწილდება ხალხზე. არ იმუშავებს არცერთი საწარმო, სანამ არ დადგენა გამწმენდი ნაგებობები, სანამ ჩვენი ხალხი არ იქნება სრულიად უსაფრთხო და არ იქნება გარანტირებული ჩვენი მომავლის ჯანსაღი განვითარება. evronevs.ge